თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი მიმდინარე წლის 9-10 ივნისს მასპინძლობს კონფერენციას "ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის აქტუალური საკითხები", რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი ელინისტის, თსუ ემერიტუსი პროფესორის, აკადემიკოსის, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დამაარსებლის, რისმაგ გორდეზიანის დაბადებიდან 85-ე წლისთავს.
ამასთან, 9 ივნისს ტრადიციულად აღინიშნება კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ინსტიტუტის დღე. გიზიარებთ 9 და 10 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებების გრაფიკს.
9 ივნისი
11.00-12.00 - კონფერენციის გახსნა, მისალმებები და მილოცვები
14.00 - 15.00 - ინსტიტუტის დღე (ინსტიტუტის საქმიანობის შეჯამება და მაკა ქამუშაძის, ალექსანდრე ალექსიძის, თინა გიორგობიანის სტიპენდიანტების დაჯილდოება)
15.30 - 17.00 - კონფერენციის სექციების მუშაობა
17.00 - გრიგოლ წერეთლის ბიუსტის შემკობა ყვავილებით
10 ივნისი
12.00 - 17.30 - კონფერენციის სექციების მუშაობა
კონფერენციის გახსნა და ინსტიტუტის დღე ჩატარდება თსუ მერვე კორპუსში, 220-ე აუდიტორიაში. კონფერენციის სექციები იმუშავებს 220-ე და 221-ე აუდიტორიაში.